Accessibility links

იანუკოვიჩი გამოდის პირდაპირი დიალოგის მოწოდებით კიევსა და სეპარატისტებს შორის


უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი გამოვიდა მოწოდებით გაიმართოს "პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკება" კიევსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის უკრაინის აღმოსავლეთში, რათა დასრულდეს კონფლიქტი, რომელსაც 2014 წლის აპრილის შემდეგ 10,300-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. მოსკოვში 2 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების ორგანიზებაში დახმარებისთვის მიმართავს ევროკავშირს, აშშ-ს და რუსეთს, რათა სეპარატისტთა კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიები კვლავ კიევის კონტროლს დაუბრუნდეს. "ომის დასრულება ერთადერთი გზით შეიძლება - სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებით, რომელშიც სავალდებულო იქნება მონაწილეობა დონბასელი [სეპარატისტებისთვის] და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის - განაცხადა იანუკოვიჩმა.

XS
SM
MD
LG