Accessibility links

გერმანიაში დააკავეს არგენტინა-რუსეთთან დაკავშირებული კოკაინის გეგმის ავტორობაში ეჭვმიტანილი


გერმანიაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც, რუსეთის უშიშროების ფედერალური სააგენტოს ცნობით, ავტორია გეგმისა, რომელიც ითვალისწინებდა არგენტინიდან მოსკოვში 400 კილოგრამი კოკაინის ჩატანას. ამ ცნობას ავრცელებენ დაკავებულის ადვოკატი და პოლიცია. ანდრეი კოვალჩუკის ადვოკატი, ვლადიმირ ჟერებენკოვი აცხადებს, რომ მისი კლიენტი 1 მარტს ბერლინის შემოგარენში დააკავეს, მის დაკავებას ადასტურებს გერმანიის პოლიციაც. რუსეთი მოითხოვს კოვალჩუკის ექსტრადიციას და ამ პროცესმა შესაძლოა რამდენიმე კვირა გასტანოს - ამბობს ბერლინში რუსეთის საელჩოს პრესმდივანი, დენის მირეკინი, რომლის სიტყვებსაც სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს.​ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ 2 მარტს განაცხადა, კოვალჩუკს არასოდეს უმუშავია არც სამინისტროში და არც რუსეთის საელჩოში არგენტინაშიო. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა თავი შორს დაიჭირა ამ საქმისგან და ჟურნალისტებს უთხრა, პუტინის ოფისს "ინფორმაცია არ აქვს" კოვალჩუკის დაკავებაზე ან ამ საქმის სხვა ასპექტებზეო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG