Accessibility links

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დახმარება სთხოვა რუსეთის პატრიარქ კირილეს


საქართველოს საპატრიარქო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო და კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს გიორგი და რუსუდან ტატუნაშვილებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წერილი გაუგზავნა რუსეთის ეკლესიის მეთაურს, კირილეს. „ვიცით, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა არ შედის თქვენი უწმინდესობის კომპეტენციაში, მაგრამ გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი მაღალი ავტორიტეტი და გვიშუამდგომლოთ შესაბამისი ორგანოების წინაშე, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს“, ნათქვამია განცხადებაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG