Accessibility links

ანდრეი პარუბი უკრაინა-მოლდავეთი-საქართველოს ერთობლივი ბრიგადის შექმნის იდეით გამოდის


ანდრეი პარუბი, უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე

უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ ანდრეი პარუბიმ წამოაყენა ინიციატივა უკრაინა-მოლდავეთი-საქართველოს ერთობლივი სამხედრო ბრიგადის შექმნის შესახებ. ანდრეი პარუბის სურს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამმხრივი ასამბლეის პირველი სხდომა გაიმართოს კიევში და მასზე განიხილონ ერთობლივი ბრიგადის შექმნის იდეა. უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე 2 მარტს მონაწილეობდა პარლამენტთაშორის კონფერენციაში „საქართველო, მოლდავეთი და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები“. ეს ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა. „თავად ფორმატი და ფაქტი, ასეთი ერთობლივი სამხედრო ფორმირების ყოლის სწორედ სიმბოლური მნიშვნელობა არის ძალიან დადებითი და ვფიქრობ, ეს გამოცდილება შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენს სამმხრივ თანამშრომლობაშიც“, - განაცხადა უკრაინის რადის თავმჯდომარემ.

XS
SM
MD
LG