Accessibility links

პოლიციამ დაშალა მომიტინგეთა კარვები ვერხოვნა რადას წინ. დაკავებულია 100-ზე მეტი კაცი


უკრაინელმა სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი კაცი გადაიყვანეს განყოფილებებში მას შემდეგ, რაც 3 მარტს პოლიციამ დაშალა კიევის ცენტრში, ვერხოვნა რადას შენობის წინ აგებული კარვების ბანაკი. მანამდე ადგილი ჰქონდა შეტაკებას პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. საპროტესტო კარვების ბინადრებმა ცეცხლი წაუკიდეს რეზინის ბორბლებს. ადგილი ჰქონდა ქვების და სხვადახვა ბლაგვი საგნების სროლას, რის შედეგადაც არიან დაშავებულები როგორც პოლიციელთა, ისე მომიტინგეთა მხრიდან. პოლიციის ცნობით საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კარვებში აღმოჩნდა 9 ხელყუმბარა, „მოლოტოვის კოქტეილი“ და მხრჩოლავი ნაღმები. შაბათს პოლიციის რეიდი მოჰყვა იმავე ადგილზე 27 თებერვალს მომხდარ შეტაკებას ანტისამთავრობო დემონსტრანტებთან, რომლის დროსაც 14 პოლიციელი დაშავდა. უკრაინული მედიის ცნობით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 345-ე მუხლით, რომელიც კვალიფიცირდება, როგორც სამარლადამცველი ორგანოს წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობა ან მუქარა. უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს წინ 17 ოქტომბრიდან მიმდინარეობს უწყვეტი ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები მოითხოვდნენ ანტიკორუფციული კანონმდებლობის მიღებას და დეპუტატებისათვის იმუნიტეტის გაუქმებას. რამდენიმე დღე ერთ-ერთ კარავაში ცხოვრობდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის „ახალი ძალების რუხის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. იგი უკრაინიდან 12 თებერვალს გააძევეს და ახლა სააკაშვილი ევროკავშირის ტერიტორიაზე იმყოფება.

XS
SM
MD
LG