Accessibility links

ჩეხეთი რუსი ჰაკერის, ევგენი ნიკულინის აშშ-ში ან რუსეთში ექსტრადიციას განიხილავს


ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი, რობერტ პელიკანი აცხადებს, რომ იგი გადაწყვეტს აშშ-ში მოხდეს, თუ რუსეთში, ჰაკერულ დანაშაულში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქის, ევგენი ნიკულინის ექსტრადიცია. პელიკანმა ჩეხეთის დეპუტატთა პალატას უთხრა, რომ მხედველობაში იქნება მიღებული ის, თუ რომელი ქვეყნიდან მოვა ექსტრადიციის პირველი მოთხოვნა. აშშ-ი უფრო სერიოზულ კიბერდანაშაულში დებს ბრალს ევგენი ნიკულინს, ვიდრე რუსეთი. 30 წლის ნიკულინი პოლიციამ პრაღაში 2016 წლის ოქტომბერში დააპატიმრა აშშ-ის მიერ გაცემული საერთაშორისო ორდერის საფუძველზე, მის მიერ Linkedin-ისა და Formspring-ის სოციალურ ქსელებზე განხორციელებული შესაძლო ჰაკერული თავდასხმების გამო. ნიკულინის ექსტრადიციის მოთხოვნით ჩეხეთს 2016 წლის 16 ნოემბერს მიმართ აშშ-ში. ჩეხეთის იუსტიციის სამინისტრო იმა დღის მიიღო რუსეთის მიერ გამოგზავნილი ექსტრადიციის მოთხოვნა, რომელიც 10 ნოემბრით თარიღდება. ჩეხი კანონმდებელი მიროსლავა ნემცოვა აცხადებს, რომ ევგენი ნიკულინის ექსტრადიციით რუსეთს სურს, რომ ჰაკერულ თავდასხმაში ეჭვმიტანილ რუს მოქალაქეს თავიდან ააცილოს სასჯელი, რაც მას აშშ-ში ელოდება.ბრალის დადასტურების შემთხვევაში ნიკულინს აშშ-ში 30 წლიანი პატიმრობა და 1 მილიონი დოლარის ფულადი ჯარიმა ელოდება.

XS
SM
MD
LG