Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინს სურს გაეცნოს რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ აშშ-ის ბრალდებებს


რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სურს გაეცნოს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ რუსეთის 13 მოქალაქის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს. ამის თაობაზე, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში. პუტინის თქმით, რუსეთში ვერ მოხდება ამ ხალხის სისხლის სამართლებრივი დევნა, ვინაიდან მათ არ დაურღვევიათ რუსეთის კანონმდებლობა. რუსეთის პრეზიდენტი ურჩევს აშშ-ის ხელისუფლებას, რათა ოფიციალური თხოვნით მიმართოს რუსეთის გენერალურ პროკურატურას, თუ ვაშინგტონში სურთ რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედების განხორციელება. 13 თებერვალს აშშ-ის ფედერალური დიდი ჟიურის გადაწყვეტილებით, აშშ-ის არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ბრალდება წაუყენეს 13 რუს პირსა და რუსეთის კომპანიას, მათ შორის „ტროლების ფაბრიკად“ წოდებულ ორგანიზაციას. ეს ზომა მიჩნეულია დღემდე ყველაზე მძიმე ბრალდებებად მას შემდეგ, რაც მიულერი შეუდგა აშშ-ის მიმართ რუსეთის ქმედებების გამოძიებას. ფედერალური დიდი ჟიურის დოკუმენტში, რომელიც მიულერის ოფისმა გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ რუსეთი ჯერ კიდევ 2014 წელს შეუდგა აშშ-ის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას.

XS
SM
MD
LG