Accessibility links

გამოძიებამ გაათავისუფლა სლოვაკი ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილები


სლოვაკეთის სასამართლომ გაათავისუფლა გამომძიებელი ჟურნალისტის, იან კუციაკის მკვლელობაში 7 ეჭვმიტანილი პირი. განზრახ მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ეჭვმიტანილები დააკავა პირველ მარტს. თუმცა 48 საათის გავლის შემდეგ, გამოძიებამ ვერ მოიპოვა მათი წინასწარ პატიმრობაში დატოვებისათვის საკმარისი მტკიცებულებები და ეჭვმიტანილები გათავისუფლდნენ. ამის შესახებ 3 მარტს განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა, დენიზა ბალოგოვამ. გამომცემლობა „აქტუალიტას“ 27 წლის გამომძიებელ ჟურნალისტსა და მისი შეყვარებულზე თებერვალის ბოლოს მოხდა შეიარაღებული თავდასხმა. პოლიციის ცნობით, იან კუციაკი გულში სასიკვდილოდ დაიჭრა, მისი შეყვარებული კი ადგილზე გარდაიცვალა ტყვიის თავში მოხვედრის შედეგად. გამომძიებელი ჟურნალისტის მკვლელობას სლოვაკეთში მასობრივი გამოსვლები მოჰყვა ქვეყნის მთელი მასშტაბით. კერძოდ ჟურნალისტმა ფარდა ახადა სლოვაკეთის მმართველი მემარცხენე-ცენტრისტული პარტია „გზის“ წევრების თაღლითურ საქმიანობას. სტატიაში ხსენებულ ერთ-ერთ პირს, წარსულში კავშირები ჰქონდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ადმინისტრაციის თანამშრომლებთან. სიცოცხლეში ჟურნალისტმა რამდენიმე მუქარა მიიღო. მათ შორის ქალაქ ბრატისლავის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის მარიანა კოჩნერისაგან, რომელმაც ჟურნალისტური გამოძების თანახმად, მნიშვნელოვანი საბიუჯეტო თანხები გადარიცხა კომპლექს "Five Star Residence"-ის ფეშენებლურ აპარატამენტებში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG