Accessibility links

პუტინმა სიტყვით მიმართა თავის მომხრეებს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც რუსეთის მრავალწლიანი განვითარება შეუძლია, ის და მისი მომხრეები არიან. „ჩვენს მაგივრად ამას ვერავინ გააკეთებს. მაგრამ თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაშინ უახლოეს ათწლეულები, მთელი 21-ე საუკუნე ჩვენი თვალსაჩინო გამარჯვებები იქნება აღბეჭდილი“, - განაცხადა პუტინმა მოსკოვი ლუჟნიკების სტადიონზე გამართულ მიტინგზე დევიზით „ძლიერი რუსეთისათვის“. სხვადასხვა ინფორმაციით სტადიონზე დაახლოებით 100 ათასი კაცი იმყოფებოდა. ამ მიტინგის ფონია მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში, რომელშიც გამარჯვებას მოქმედ პრეზიდენტს უწინასწარმეტყველებენ. ვლადიმირ პუტინი რუსეთს 2000 წლიდან მართვას. იგი მესამე ვადით იმყოფება პრეზიდენტის პოსტზე.

XS
SM
MD
LG