Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ ქართველი მორაგბეები კვლავ ლიდერობენ


„რაგბი ევროპა 2018-ზე“ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა შინ უმასპინძლა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს და დაძაბულ ბრძოლაში სტუმრები დაამარცხა ანგარიშით 23:10. ამ გამარჯვების შემდეგ ქართველ მორაგბეებს სამიდან სამი მოგება აქვთ და ტურნირში 13 ქულით ლიდერობენ, ესპანეთი კი ამ დამარცხების შემდეგ 8 ქულით მესამე პოზიციამდე დაქვეითდა. მეორე ადგილს რუმინეთი იკავებს. მომდევნო შეხვედრას 10 მარტს, ქართველი მორაგბეები რუსეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავენ.

XS
SM
MD
LG