Accessibility links

უკრაინის ოპოზიციის ნაწილმა დაგმო შტურმი ვერხოვნა რადას წინ


3 მარტს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს წინ მდებარე კარვების ბანკზე განხორციელებული შტურმი დაგმო ექვსმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ. უკრაინელმა სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი კაცი გადაიყვანეს განყოფილებებში მას შემდეგ, რაც 3 მარტს პოლიციამ დაშალა კიევის ცენტრში, ვერხოვნა რადას შენობის წინ აგებული კარვების ბანაკი. მანამდე ადგილი ჰქონდა შეტაკებას პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. იუწყებიან, რომ დაშავდა ათობით დემონსტრანტი და სამართალდაცველი. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკო კანონიერი უწოდა სამართალდამცველთა მოქმედებას და განაცხადა, რომ ბანაკში, რომელიც დევნილი პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მომხრე ოლიგარქის კურჩენკოს ფულით იყო დაფინანსებული, რეგულარულად ადგენდნენ პარლამენტის აღების გეგმას, შეტანილი ჰქონდა იარაღი და თავს ესხმოდნენ სამართალდამცველებს. „ჩვენ მიგვაჩნია დანაშაულებრივად ხელისუფლების ასეთი ქმედება. ძალისმიერი ვერტიკალის ხელმძღვანელობა ცდილობს ეს „აქცია“ გაამართლოს იმით, რომ მზადებოდა , ვითომცდა, პარლამენტის ხელში ჩაგდება. ჩვენ ამ განცხადებას ვაფასებთ როგორ განზრახ სიცრუეს,“- ნათქვამია განცხადებაში , რომელსაც ხელს აწერენპარტია „სამოქალაქო პოზიცია“, „ახალი ძალების რუხი“, „უკრაინის ევროპული პარტია“, „სახალხო კონტროლი“, „სამოქალაქო რუხი ხვილია“ და „ალტერნატიული პოლიტიკური ძალა“. უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს წინ 17 ოქტომბრიდან მიმდინარეობს უწყვეტი ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები მოითხოვდნენ ანტიკორუფციული კანონმდებლობის მიღებას და დეპუტატებისათვის იმუნიტეტის გაუქმებას. რამდენიმე დღე ერთ-ერთ კარავაში ცხოვრობდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის „ახალი ძალების რუხის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. იგი უკრაინიდან 12 თებერვალს გააძევეს და ახლა სააკაშვილი ევროკავშირის ტერიტორიაზე იმყოფება. მან 3 მარტს გაავრცელა სპეციალური ვიდეომიმართვა, რომელშიც მოუწოდა თავის მომხრეებს, რათა 18 მარტს გამართონ მასობრივი დემონსტრაცია "პოროშენკოს, ავაკოვის და ლუცენკოს გადაყენებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით".

XS
SM
MD
LG