Accessibility links

ჟურნალისტის მკვლელობის გამო თანამდებობიდან გადადგა სლოვაკეთის კულტურის მინისტრი


სლოვაკეთის კულტურის მინისტრმა მარეკ მადარიჩმა თანამდებობა დატოვა გამომძიებელი ჟურნალისტის იან კუციაკის მკვლელობის შემდეგ. მინისტრმა განაცხადა, რომ არ შეუძლია დარჩეს თანამდებობაზე, როდესაც მისი მინისტრობის დროს ქვეყანაში ჟურნალისტს კლავენ. სლოვაკეთში ჟურნალისტების საქმიანობა კულტურის სამინისტრო განაგებს. გამომცემლობა „აქტუალიტას“ 27 წლის გამომძიებელი ჟურნალისტი იან კუციაკი და მისი საცოლე, მარტინა კუსნიროვა 27 თებერვლას საკუთარ საცხოვრებელ სახლში დახოცეს. გამოძიების ფარგლებში პოლიციამ დააკავა მკვლელობაში ეჭვმიტანილი 7 პირი. თუმცა 48 საათის გავლის შემდეგ, 3 მარტს სასამართლომ შვიდივე გათავისუფლა მათი ბრალეულობის დამამტკიცებული სამხილების არარსებობის გამო. გამომძიებელი ჟურნალისტის მკვლელობას სლოვაკეთში მასობრივი გამოსვლები მოჰყვა ქვეყნის მთელი მასშტაბით. ჟურნალისტი იან კუციაკი ამხელდა სლოვაკეთის მთავრობასა და მმართველ მემარცხენე-ცენტრისტული პარტია „გზასთან“ დაახლოებული პირების კორუფციულ საქმიანობას. მისი ბოლო სტატია ბრატისლავაში მდებარე ფეშენებელურ საცხოვრებელ კომპლექსთან დაკავშირებულ საგადასახადო თაღლითობას ეხებოდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG