Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ხის საამქროს ხანძარი გაუჩნდა. დამწვარია 3000 კვ. მ-ის ფართობი


კვირას ძლიერი ხანძარი გაუჩნდა თბილისის ერთ-ერთ რაიონში მდებარე ხის საამქროს. მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაცია მოახერხეს, თუმცა სტიქიამ გაანადგურა 3000 კვ.მ-ის ფართობი. საგანგებო სიტუაციების სამსახური სწავლობს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს. საამქრო კომპანია „ჯორჯიან პროდაქსს“ ეკუთვნოდა და მასში პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შინაური ცხოველებისთვის სადგომებს ამზადებდნენ, რომელიც ევროპის ქვეყნებში იყიდებოდა. არსებული ინფორმაციით, დამწვარია ძვირადღირებული დანადგარები და საღებავების საწყობი. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, მსხვილ სავაჭრო ცენტრებში 10-ზე მეტი ხანძარი აღირიცხა. 27 თებერვალს გვიან ცეცხლი წაეკიდა თბილისში მდებარე სავაჭრო ცენტრების „ქალაქის გულისა“ და „თერგის“ ტერიტორიას. ამ შემთხვევაშიც ხანძარი 3000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.

XS
SM
MD
LG