Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებმა მხარი დაუჭირეს დიდი კოალიციის გეგმას


კვირას გამართულ პარტიულ არჩევნებზე, რომელიც საფოსტო ბიულეტენებით ჩატარდა, გერმანიის სოციალ-დემოკრატული პარტიის წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელი ლიდერობით მოქმედ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან ახალი დიდი კოალიციის შემქნის გეგმას. კენჭისყრის შედეგები გამოცხადდა ბერლინში 4 მარტს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მთავარ შტაბში. მერკელის კონსერვატიულ პარტიასთან კოალიციურ შეთანხმებას სოციალ-დემოკრატიული პარტიის 66%-მა დაუჭირა მხარი. პარტიის 460 ათასი რიგითი წევრის მონაწილეობით გამართული არჩევნებით დაასრულა ხუთთვიანი პოლიტიკური ჩიხი გერმანიაში, ევროკავშირის ეკონომიკურად ყველაზე უფრო ძლიერ და მრავალრიცხოვან ქვეყანაში. ანგელა მერკელმა ტვიტერის საშუალებით მიულოცა სოციალ-დემოკრატებს „მკაფიო შედეგები“ და დასძინა, რომ „მოუთმენლად ელოდება მათთან ერთობლივ საქმიანობას ქვეყნის საკეთილდღეოდ“.მოსალოდნელია, რომ ანგელა მერკელი კანცლერად არჩევის საკითხზეგერმანიის ბუნდესტაგში მომავალ კვირას გაიმართება სხდომა.

XS
SM
MD
LG