Accessibility links

იტალიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს


4 მარტს იტალიაში ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც გამარჯვების პრეტენზია აქვს სამ პოლიტიკურ ძალას: ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე-ცენტრისტულ კოალიციას, მმართველ მემარცხენე-ცენტრისტებსა და პოპულისტურ „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობას“. თებერვლის შუა რიცხვებში ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ლიდერობდა ბერლუსკონის კოალიცია. თუმცა, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა, პროგნოზების თანახმად, ვერ მიიღებს მთავრობის ფორმირებისათვის აუცილებელ აბსოლუტურ უმრავლესობას. როგორც ცნობილია, სილვიო ბერლუსკონი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარს უჭერს ევროპარლამენტის ხელმძღვანელ, ანტონიო ტაიანის. მაგრამ თუ ბერლუსკონის პარტია "წინ იტალია", უფრო ნაკლებ ხმებს მოიპოვებს, ვიდრე მისი კოალიციური მოკავშირე, „ჩრდილოეთის ლიგა“, მაშინ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე პრეტენდენტი გახდება ჩრდილოეთის ლიგის ლიდერი, მატეო სალვინი. ეს პოლიტიკოსი ცნობილია თავისი მკვეთრი ანტიიმიგრანტული რიტორიკითა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მისამართით გაკეთებული საქებარი განცხადებებით.

XS
SM
MD
LG