Accessibility links

კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ უნდა გაუქმდეს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები


აშშ-ის სპეციალური წარგზავნილი უკრაინის საკითხებში, კურტ ვოლკერი ცხადებს, რომ აუცილებელია ეგრეთწოდებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების გაუქმება, აუცილებელია აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში. ამის შესახებ ვოლკერმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა ვაშინგტონის ჰადსონის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლის დროს. აშშ-ის სპეციალურმა წარგზავნილი რეგულარულად მართავს შეხვედრას როგორც უკრაინის ხელისუფლებასთან, ისე რუსეთის წარმომადგენელ ვლადისლავ სურკოვთან. ვოლკერის თქმით დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები რუსეთის მიერ შეიქმნა, „რუსეთის როლის შენიღბვისა და კონფლიქის გაჭიანურებისათვის ხელის შეწყობის მიზნით“. ვოლკერის თქმით სეპარატისტული წარმონაქმნების ადგილი არ არის უკრაინის კონსტიტუციაში, ხოლო მინსკის შეთანხმებების მიზანს წარმოადგენს უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარგზავნილის განცხადებას გამოეხმაურა მოსკოვი. რუსეთის ფედერაციის საბჭოს წარმომადგენელმა, ალექსეი პუშკოვმა ვოლკერს უწოდა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი მინსკის სამშვიდობო შეთანხმებების "ჩაშლის": საქმეში. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების შექმნა აღმოსავლეთ უკრაინაში, მინსკის სამშვიდობო შეთანხმების პროცესის შემადგენელი ნაწილია და მათი თანხმობის გარეშე, დონბასში ვერანაირი სამშვიდობო ძალები ვერ შევლენ“, - განაცხადა პუშკოვმა.

XS
SM
MD
LG