Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პარნასმა“ მოუწოდა დემოკრატიის ერთგულ კანდიდატებს არ მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტის არჩევნებში


რუსეთის ოპოზიციური სახალხო თავისუფლების პარტია „პარნასმა“ მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე, დემოკრატიული ფასეულობების ერთგულ პოლიტიკოსებს, რათა მოხსნან თავიანთი კანდიდატურები დაარ მიიღონ მონაწილეობა რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში. პარტიის ფედერალური პოლიტსაბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ 18 მარტის არჩევნები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულისკვეთებას და არ არის თავისუფალი და სამართლიანი. მანამდე „პარნასის“ ლიდერმა, მიხაილ კასიანოვმა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში გამოთქვა წუხილი, რომ რუსეთის დემოკრატიული განვითარების მომხრე პოლიტიკურმა ძალებმა ვერ შეძლეს შეთანხმება ერთიან კანდიდატზე. 18 მარტის პრეზიდენტის არჩევნებში დარეგისტრირებულია 8 კანდიდატი, მათ შორის რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც მეოთხედ იყრის კენჭს პრეზიდენტის პოსტზე.

XS
SM
MD
LG