Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიაში გრძელდება ომის ვეტერანთა საპროტესტო აქცია


სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა და რამდენიმე მოკლე ხნით დააპატიმრეს ბოსნია-ჰერცეგოვინის ქალაქ თუზლაში 3 მარტს პოლიციის ძალებსა და ომის ვეტერანთა შორის მომხდარ დაპირისპირებაში. პოლიცია შეეცადა გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინა იმ ბარიკადებისგან, რომელიც 1992-1995 წლების ბოსნიის ომის ვეტერანებმა პროტესტის ნიშნად აღმართეს. ასობით ომის ვეტერანს რამდენიმე დღეა გზები აქვთ გადაკეტილი ქალაქებში თუზლაში, ზენიჩასა და დობოჯში, ბლოკირებულია ასევე სარაევოსა და კონჟიჩის დამაკავშირებელი მაგისტრალი. ბოსნიელი და ბოსნიელი ხორვატი ომის ვეტერანები მოითხოვენ პენსიების მომატებასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კანონმდებლებისაგან უმუშევარი ვეტერანები მოითხოვენ ყოველთვიურად 326 ბოსნიური მარკის (დაახლოებით 203 ამერიკულ დოლარის) ოდენობის სოციალურ დახმარებას. ხოლო ყოველ ყოფილ ჯარისკაცზე ომის დროს ბრძოლის ველზე გატარებულ თითოეულ თვეში კომპენსაციის სანაცვლოდ 2 მარკის ( 1,20 ამერიკულ დოლარს) გამოყოფას. ბოსნია-ჰერცეგოვინაში არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ყოფილ ჯარისკაცს მიუწვდება ხელი სახელმწიფო დახმარებაზე, რადგან ქვეყანაში უამრავ ადამიანს აქვს ყალბი სამხედრო ვეტერანის მოწმობა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ასევ ითხოვენ, რომ მოხდეს ერთიანი რეესტრის საშუალებით ვეტერანთა სიების დაზუსტება მუსლიმთა და გაუქმდეს რამდენიმე ვეტერანთა ორგანიზაცია, რომლებიც ბიუროკრატიით არიან დაკავებული. ხორვატთა ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ფადილ ნოვალიჩმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ ფედერაციის მთავრობა ვერ მისცემს ვეტერანებს დამატებით შეღავათებს. მანვე მზადყოფნა გამოთქვა ვეტერნთან შეხვედრის და დიალოგის გამართვისა და ამასთან გააფრთხილა საპროტესტო აქციების მონაწილეები, რომ მათი მოქმედებით გამოწვეული ქაოსი არ შეუწყობს ხელს გამოსავლის ძიებას.

XS
SM
MD
LG