Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის არმიას აკრიტიკებენ გამნაღმველი ძაღლების მიმართ ცუდ მოპყრობაში


აშშ-ის არმია მკაცრი კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ინფორმაცია იმ 200 გამნაღმველი ძაღლის მძიმე მდგომარეობის შესახებ, რომლებიც ავღანეთში ასრულებდნენ საბრძოლო მისიას. მრავალი სამხედრო მოსამსახურის ცნობით ავღანეთიდან ჩამოყვანის შემდეგ გაწვრთნილი ძაღლების ნაწილი 11 თვის განმავლობაში იმყოფებოდა თავშესაფრებში ზრუნვისა და ყურადღების გარეშე. პენტაგონის ანგარიშის თანახმად, დაგეშილი ძაღლების მეორე ნაწილი კი შესაძლოა დახოცეს სამედიცინო მიზნით. ამერიკული მედიის თანახმად, აშშ-ის სამხედრო სარდლობის წარმომადგენლებმა ამ ცნობაზე არ გააკეთეს კომენტარი. „არმიამ არ გამოიყენა გაწვრთნილი ძაღლების შესახებ პენტაგონის მიერ შემუშავებული მართვის სისტემა, რაც შესაბამისი სამხედრო წესდებით რეგულირდება“, - ნათქვამია პენტაგონის გენერალური ინსპექციის დასკვნაში.

XS
SM
MD
LG