Accessibility links

საქართველოში გაიმართა აქცია "მშვიდობა ომზე მეტია"


ხსოვნის აქცია გორში

საქართველოს დედაქალაქში გაიმართა აქცია სახელწოდებით „მშვიდობა ომზე მეტია!“ დაუზუსტებელი ინფორმაციით, მასში მონაწილეობდა, სულ ცოტა, 3 ათასი ადამიანი. აქცია ახალგორში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობის ნიშნად მოეწყო და მიმართული იყო რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ.

22 თებერვალს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი. 23 თებერვალს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილმა იზოლატორში გადაყვანისას ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, ამიტომ მის გასანეიტრალებლად ფიზიკური ძალა გამოიყენეს, რა დროსაც კიბეზე დაგორდა, მოგვიანებით კი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის უკმარისობის შედეგად. ოჯახის წევრებს აქვთ ინფორმაცია, რომ ტატუნაშვილი მოკლულია. სამშვიდობო აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტთან ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს. ასევე, გაიმართა ფლეშმობი ლოზუნგით "ომი არ დასრულებულა" (war is not over!). აქციაზე შედგა რეჟისორ თაკო რობაქიძის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების ყოფას ასახავს. თბილისის მსგავსად ხსოვნის აქცია გაიმართა ასევე ქალაქ გორში.

XS
SM
MD
LG