Accessibility links

ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო ფილმად აღიარა "წყლის ფორმა"


ლოს-ანჯელესში გაიმართა ამერიკის კინოაკადემიის პრემიით, „ოსკარით“ დაჯილდოების 90-ე ცერემონია. კინოაკადემიამ საუკეთესო ფილმად აღიარა გილიერმო დელ ტოროს „წყლის ფორმა.“ დელ ტორომ „ოსკარი“ მიიღო როგორც საუკეთესო რეჟისორმაც. საუკეთესო მსახიობ ქალად აღიარეს ფრენსის მაკდორმანდი, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი „ოსკარი“ გადაეცა გერი ოლდმენს. ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო უცხოენოვან ფილმად მიიჩნია ჩილელი რეჟისორის, სებასტიან ლელიოს ფილმი „ფანტასტიკური ქალი.“ საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა ამერიკელი რეჟისორის, ბრაიან ფოგელის „იკაროსმა,“ რომელიც რუსულ სპორტში დოპინგის გამოყენებას ეხება.

XS
SM
MD
LG