Accessibility links

იტალიის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ლიდერობს მემარჯვენე-ცენტრისტების კოალიცია


იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, სილვიო ბერლუსკონიმ ხმა მილანის საარჩევნო უბანზე მისცა. 2018 წლის 4 მარტი

იტალიის პარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით ლიდერობს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია. სააგენტო "ფრანს პრეს"-ის ინფორმაციით, კოალიციამ მიიღო ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 35%. კოალიციაში გაერთიანებულნი არიან პარტიები, „წინ იტალია,“ „ჩრდილოეთის ლიგა“ და „იტალიის ძმები.“ წინასწარი შედეგებით, ხმების 32,5%-ით მეორე ადგილზეა მემარცხენე ლოზუნგების მქონე საპროტესტო მოძრაობა, „ხუთი ვარსკვლავი“ და მესამეზე სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც ხმების 23% აქვს. იტალიის პარლამენტში უმრავლესობის და მთავრობის ფორმირების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელია ამომრჩეველთა 40%-ზე მეტის მხარდაჭერა. საპარლამენტო არჩევნები 4 მარტს ჩატარდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG