Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეციალური პროკურორის ოფისი დაინტერესდა დონალდ ტრამპის და მისი მრჩევლების მიმოწერით


რობერტ მიულერი
რობერტ მიულერი

სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა, რომელიც იძიებს აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მრჩევლებისგან გამოითხოვა 2015 წლის დოკუმენტები და წერილები - ამის შესახებ იუწყება ტელეკომპანია NBC. მისი ინფორმაციით, გამომძიებლებს სურთ ელექტრონული მიმოწერის და სხვა დოკუმენტების გარდა, შეისწავლონ მონაცემები სატელეფონო ზარების შესახებაც. საუბარია პერიოდზე 2015 წლის 1 ნოემბრიდან, როცა უკვე ოთხ თვეზე მეტი იყო გასული დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან. სპეციალური პროკურორის ოფისი დაინტერესებულია დონალდ ტრამპის და მისი 9 უახლოესი თანაშემწის, მათ შორის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის და საარჩევნო კამპანიის მთავარი სტრატეგის, სტივენ ბენონის წერილებით და სხვა დოკუმენტებით.

XS
SM
MD
LG