Accessibility links

სამხრეთ კორეელი მაღალჩინოსნები შეხვდნენ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს


სამხრეთ კორეის დელეგაცია ფხენიანში გამგზავრების წინ

სამხრეთ კორეის სამთავრობო დელეგაცია ფხენიანში შეხვდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 5 მარტს გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა 10 წევრიანი დელეგაცია, ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსის ხელმძღვანელობით. ეს იყო კიმ ჩენ ინთან სამხრეთ კორეის ოფიციალური პირების პირველი შეხვედრა. სეულის დელეგაციამ ჩრდილოეთ კორეის მმართველს გააცნო სამხრეთ კორეის ხელისუფლების სურვილი, ნახევარკუნძული გათავისუფლდეს ბირთვული შეიარაღებისგან, რეგიონში მშვიდობა დამყარდეს და გაგრძელდეს ორი ქვეყნის ურთიერთობის გაუმჯობესება, რომელიც პიონჩანის ზამთრის ოლიმპიადით დაიწყო. ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის შემდეგ, სამხრეთ კორეის სამთავრობო დელეგაციის წევრები აშშ-ში გაემგზავრებიან. 3 მარტს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს უჭრს აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელთა შეხვედრას, თუმცა, მანამდე ფხენიანმა უარი უნდა თქვას ბირთვულ პროგრამაზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG