Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა სანქციები გაუგრძელა უკრაინის ექს-პრეზიდენტს


ვიქტორ იანუკოვიჩი
ვიქტორ იანუკოვიჩი

ევროკავშირის საბჭომ კიდევ ერთი წლით გაუგრძელა სანქციები უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს და მისი გარემოცვის 12 წარმომადგენელს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან სახელმწიფო სახსრების მითვისებასა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში. ამ პირების წინააღმდეგ 2014 წლის თებერვლიდან მოქმედებს ფინანსური და სავიზო სანქციები. ამასთან, ევროკავშირმა არასაკმარისი მტკიცებულებების მოტივით, სანქციები მოუხსნა უკრაინის იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ელენა ლუკაშს და პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, ბიზნესმენ ანდრეი კლიუევს.

XS
SM
MD
LG