Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პრეზიდენტმა კანცლერის თანამდებობაზე წარადგინა ანგელა მერკელი


ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ანგელა მერკელი
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ანგელა მერკელი

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ფედერალური კანცლერის თანამდებობაზე პარლამენტს შესთავაზა მოქმედი კანცლერის, ანგელა მერკელის კანდიდატურა. გერმანიის პარლამენტში - ბუნდესთაგში 14 მარტს გაიმართება ფედერალური მთავრობის მეთაურის არჩევნები. პრეზიდენტმა შტაინმაიერმა გადაწყვეტილება 5 მარტს გამოაცხადა მას შემდეგ რაც წინა დღეს, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქრისტიან-დემოკრატებთან და ქრისტიან-სოციალისტებთან ერთად „დიდი კოალიციის“ შექმნას, ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით. გერმანიაში 2017 წლის სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარეობდა მოლაპარაკება კოალიციური მთავრობის შესაქმნელად. ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის და სოციალ-დემოკრატიული პარტიის შეთანხმებით, თითოეულ მათგანს ფედერალურ მთავრობაში ეყოლება 6 მინისტრი.

XS
SM
MD
LG