Accessibility links

პრეზიდენტი ტრამპი შესაძლოა, პირადად დაესწროს იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნას


ბენიამინ ნეთანიაჰუ და დონალდ ტრამპი. ვაშინგტონი, 2018 წლის 5 მარტი

პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონიაში, რომელიც მაისშია დაგეგმილი. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თავად განაცხადა თეთრ სახლში, სადაც 5 მარტს შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს. თავის მხრივ, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელს საუკუნეთა განმავლობაში ემახსოვრება პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ირანისგან მომდინარე საფრთხეებსა და თეირანის ბირთვულ ამბიციებზე. „აუცილებელია ირანის შეჩერება და ეს ჩვენი საერთო გამოწვევაა“ - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაუმ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG