Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში მიემგზავრება


გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტისას, 8-10 მარტს შეხვდება ევროკომისიის, ევროკავშირის საბჭოს და ნატოს ხელმძღვანელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და პერსპექტივები და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული სირთულეები. გიორგი მარგველაშვილი ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოების საკითხებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და პარტნიორებს მიაწვდის ინფორმაციას ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულ სიკვდილზე. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდება ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელს, დონალდ ტუსკს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟან-კლოდ იუნკერს, ევროკომისრებს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინის და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG