Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება ბრიუსელში, სადაც შეხვდება ევროკავშირის და ნატოს ხელმძღვანელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული სირთულეები. გიორგი მარგველაშვილი ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოების საკითხებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და პარტნიორებს მიაწვდის ინფორმაციას ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულ სიკვდილზე. 8 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შეხვდება ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელს, დონალდ ტუსკს. გაიმართება მათი ერთობლივი ბრიფინგიც. ბრიუსელში ვიზიტისას გიორგი მარგველაშვილი შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟან-კლოდ იუნკერს, ევროკომისრებს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინის და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

XS
SM
MD
LG