Accessibility links

ევროკავშირი უკმაყოფილოა აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი გადასახადით


ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა სერიოზული სავაჭრო უთანხმოების საფუძვლად შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, საბაჟო გადასახადი დაუწესოს ფოლადის და ალუმინის იმპორტს. 8 მარტს, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს ფოლადის იმპორტისთვის 25%-იანი, ხოლო ალუმინის იმპორტისთვის 10%-იანი გადასახადის დაწესებას. აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულება არ ვრცელდება მხოლოდ კანადასა და მექსიკაზე. ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აშშ-ის ახლო მოკავშირეა და მასზე არ უნდა გავრცელდეს საბაჟო გადასახადი. ევროკომისრის ინფორმაციით, ამ საკითხს 10 მარტს განიხილავს აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან. ბრიუსელში არ გამორიცხავენ, რომ თუ ვაშინგტონი გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, ევროკავშირი საპასუხო ზომებს მიმართავს და საბაჟო გადასახადს დაუწესებს ზოგიერთი სახეობის ამერიკულ პროდუქციას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG