Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტი განაგრძობს ვიზიტს ბრიუსელში


გიორგი მარგველაშვილი და ჟან-კლოდ იუნკერი. ბრიუსელი, 2018 წლის 8 მარტი

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დღეს ბრიუსელში შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. პრეზიდენტი ისაუბრებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, რუსეთის აგრესიასა და არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულ სიკვდილზე. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტისას, გიორგი მარგველაშვილი 8 მარტს შეხვდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეს, დონალდ ტუსკს და ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟან-კლოდ იუნკერს. შეხვედრების დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი თემა იყო უვიზო მიმოსვლის პროცესში სირთულეების თავიდან აცილება, რაც უკავშირდება ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობის ზრდას. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის პარტნიორებთან ერთად გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი გართულებების თავიდან ასაცილებლად. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან-კლოდ იუნკერი შეთანხმდნენ საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი, დარგობრივი თანამშრომლობის ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის შექმნაზე.

XS
SM
MD
LG