Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიამ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა მოსალოდნელი ძლიერი ქარის გამო


თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილისის მერიამ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 9-10 მარტს ქარის სიჩქარე შესაძლოა, 25-30 მეტრ წამამდე გაიზარდოს. მერიამ მოსახლეობას მოუწოდა, გამოიჩინოს მეტი სიფრთხილე და ძლიერი ქარის შემთხვევაში მოერიდოს ხეების, მსუბუქი კონსტრუქციებისა და სამშენებლო მოედნების სიახლოვეს ყოფნას. თბილისის მერიამ მიმართა სამშენებლო კომპანიებსაც, მეტი გულისყურით მოეკიდონ უსაფრთხოების მოთხოვნებს და განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ როგორც დასაქმებულთა შრომითი უსაფრთხოების, ისე სამშენებლო უსაფრთხოების თვალსაზრისით.

XS
SM
MD
LG