Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა ავღანეთში თავდასხმების შედეგად


ავღანეთის უსაფრთხოების ძალები ქაბულში, აფეთქების ადგილის მახლობლად. 2018 წლის 9 მარტი
ავღანეთის უსაფრთხოების ძალები ქაბულში, აფეთქების ადგილის მახლობლად. 2018 წლის 9 მარტი

სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა ქაბულის შიიტურ რაიონში, სადაც თავი აიფეთქა თვითმკვლელმა ტერორისტმა. ავღანეთის შსს 7 დაჭრილის შესახებ იუწყება, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, დაჭრილია სულ მცირე 13 ადამიანი. 9 მარტს, თავდასხმა მოხდა ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე ტახარის პროვინციაშიც. ადგილობრივ ხელისუფალთა ცნობით, ექსტრემისტები მოძრაობა „თალიბანიდან“ თავს დაესხნენ ავღანეთის არმიის საგუშაგოს, მის მახლობლად კი ალყაში მოაქციეს სამხედროების დასახმარებლად გაგზავნილი პოლიციელები. ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა 10 პოლიციელი და 9 დაიჭრა.

XS
SM
MD
LG