Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა


იენს სტოლტენბერგის და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა. ბრიუსელი, 2018 წლის 9 მარტი

ბრიუსელში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა. მხარეებმა განიხილეს ნატოსთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესი, ალიანსის მომავალი სამიტისთვის მზადება, შავი ზღვის უსაფრთხოების განსამტკიცებლად თანამშრომლობის საკითხი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოითქვა წუხილი და შეშფოთება არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და საქართველოს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრეზიდენტი მიიწვია 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG