Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში 9 ადამიანი დაიღუპა „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად


ქაბულში, შიიტი მუსლიმებით დასახლებულ ადგილას თვითმკვლელმა თავდასმსხმელმა ბომბი ააფეთქა, რასაც სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა. პასუხისმგებლობა თავდასხმაზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აფეთქება მოხდა შეკრებაზე, რომელიც ადგილობრივი შიიტების ყოფილი ლიდერის, აბდულ ალი მაზარის მკვლელობის 23-ე წლისთვს ეძღვნებოდა. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ დაგმო აფეთება და განაცხადა, რომ თავდასხმაში მონაწილე ყველა პირი დაისჯებოდა.

XS
SM
MD
LG