Accessibility links

ბრიტანეთმა სოლსბერიში სპეცდანიშნულების ჯარები გაგზავნა


ბრიტანეთმა სპეციალური დანიშნულების ჯარები გაგზავნა ქალაქ სოლსბერიში, სადაც ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი უგონოდ იპოვნეს სავარაუდოდ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით თავდასხმის შემდეგ. სპეცდანიშნულების ჯარების ამოცანა შემთვევის ადგილიდან პოტენციულად შხამით დაბინძურებული ნივთების ამოღებაა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით ადგილზე ჩასულია 180 სამხედრო, მათ შორის ქიმიური ნივთიერებების ექსპერტები, რომლებიც შემთვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების მანქანებს, სხვა მანქანებსა და ინციდენტის დროს პოტენციურად დაბინძურებულ ნივთებს ამოიღებენ. კონტრტერორისტული პოლიციის განცხადებით, მოსახლეობას შიშის საფუძველი არა აქვს და სამხედროები გამოძიებას საჭიროებისდა მიხედვით დაეხმარებიან.რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია 4 მარტს, ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში, სკამზე აღმოაჩინეს უგონო მდგომარეობაში. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ისინი მოწამლულნი არიან ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით.

XS
SM
MD
LG