Accessibility links

ბრატისლავაში ხალხმრავალი აქცია გაიმართა ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით


საპროტესტო აქცია ბრატისლავაში

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართულ საპროტესტო აქციაზე 9 მარტს ათეულ ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა იყო გამომძიებელი ჟურნალისტისა და მისი შეყვარებული გოგოს მკვლელობის საქმის გამოძიება და ევროკავშირისა და ნატოს ამ ქვეყანაში არსებული კორუფციის დაძლევა. სლოვაკეთის მედიის ცნობით, შაბათის აქცია, რომელშიც მონაწილეობდა 40 ათასი ადამიანი, ყველაზე დიდი დემონსტრაციაა 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, რომელმაც წერტილი დაუსვა ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური რეჟიმის არსებობას. 27 წლის გამომძიებელი ჟურნალისტი იან კუციაკი და მისი საცოლე, მარტინა კუსნიროვა 27 თებერვალს საკუთარ საცხოვრებელ სახლში დახოცეს. გამოძიების ფარგლებში პოლიციამ დააკავა მკვლელობაში ეჭვმიტანილი 7 იტალიელი, რომლებიც მტკიცებულებების არარსებობის გამო სასამართლომ 1 მარტს პატიმრობიდან გაათავისუფლა. პოლიციის წინასწარი ვერსიით ჟურნალისტის მკვლელობა უკავშირდება მის სტატიას, რომელშიც საუბარი იყო სლოვაკი პოლიტიკოსების შესაძლო კავშირზე იტალიურ მაფიასთან. 9 მარტს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ჟურნალისტი მკველელობის საქმის გამოსაძიებლად უცხოელი ექსპერტების მოწვევას და ისეთი მთავრობის ჩამოყალიბებას, რომელიც თავისუფალი იქნება ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციაში სავარაუდო მონაწილეობის თაობაზე არსებული ყოვლგვარი ეჭვებისაგან. 3 მარტს სლოვაკეთის კულტურის მინისტრმა მარეკ მადარიჩმა თანამდებობა დატოვა. მინისტრმა განაცხადა, რომ არ შეუძლია დარჩეს თანამდებობაზე, როდესაც მისი მინისტრობის დროს ქვეყანაში ჟურნალისტს კლავენ. სლოვაკეთში ჟურნალისტების საქმიანობაზე კულტურის სამინისტროა პასუხისმგებელი.

XS
SM
MD
LG