Accessibility links

ნატომ უკრაინას მიანიჭა ალიანსის ასპირანტი ქვეყნის სტატუსი


ნატომ ალიანსის ასპირანტის სტატუსი მიანიჭა უკრაინას, რითაც სცნო ამ ქვეყნის მისწრაფება მომავალში გახდეს 29 ქვეყნისაგან შემდგარი ალიანსის სრულუფლებიანი წევრი. ასპირანტის, ანუ ნატოს წევრობის მსურველი ქვეყნისსტატუსით ამჟამად სარგებლობს სამი ქვეყანა ბოსნია-ჰერცეგოვინა, მაკედონია და საქართველო. „ნატოს კარი ღიაა ყველა ევროპული ქვეყნისათვის, რომელიც ერთგულია წევრობის დადგენილი ვალდებულებებისა და მოთხოვნებისა და საკუთარი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში“, - ნათქვამია ალიანსის 9 მარტის განცხადებაში, რომელიც ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული. ამჟამად ყველა ასპირანტი ქვეყანა ნატოსთან „ინტენსიური დიალოგის“ ფორმატში აწარმოებს მოლაპარაკებებს საბოლოო გაწევრიანების პროცედურებზე. ასპირანტი ქვეყნებისათვის ალიანსში გაწევრიანების შემდგომ ეტაპს წარმოადგენს გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის (MAP)-ის მიღება. ამჟამად ეს პროგრამა მიღებული აქვს მხოლოდ ორ ქვეყანას - მაკედონიას და ბოსნია-ჰერცოგოვინას. „ჩვენ შემდგომ მიზანს გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის (MAP)-ის მიღება წარმოადგენს“, - დაწერა საკუთარი ფეისბუკის გვერდზე უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ.

XS
SM
MD
LG