Accessibility links

აზერბაიჯანის ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს


აზერბაიჯანის ორმა ძირითადმა ოპოზიციურმა ძალამ 10 მარტს განაცხადეს, რომ ბოიკოტს უცხადებენ 11 აპრილს დანიშნულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. 5 თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც 11 აპრილისათვის გადმოიტანა 17 ოქტომბერს დანიშნული პრეზიდენტის არჩენების თარიღი. ილჰამ ალიევის განკარგულებაში არ არის მითითებული არჩევნების ნახევარი წლით ადრე ჩატარების მიზეზი. მუსვატისა და დემოკრატიული ძალების ეროვნულმა საბჭომ განაცხადეს, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში. იუწყებიან, რომ 10 მარტს ბაქოში, მეჰსულის სტადიონთან რამდენიმე ათასი კაცი შეიკრიბა სანქცირებულ დემონსტრაციაზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტად ილჰამ ალიევი პირველად აირჩიეს 2003 წელს, შემდეგ 2008 და 2013 წლებში. 2016 წლის შემოდგომაზე, აზერბაიჯანის პარლამენტმა ცვლილება შეიტანა კონსტიტუციაში და საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა გაზარდა ხუთიდან შვიდ წლამდე.

XS
SM
MD
LG