Accessibility links

მარგველაშვილი: ძნელი გამოსაცნობი არ არის, თუ რა სურს რუსეთს


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების წინაშე დგას ორი ამოცანა: განავითაროს ქვეყანის ევროატლანტიკური კურსი და ამავე დროს კარგად იყოს ინფორმირებული რუსეთიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზე, რათა შეძლოს მათი თავიდან აცილება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა ბრიუსელში, სადაც მას ჩვენი რადიოს კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი შეეკითხა, თუ რის მიღწევა სურს საქართველოს იმ მიმართვით, რომელიც რუსეთს გაუზგავნა საქართველოს მთავრობამ. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქართული მხარე მზად არის პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში კი შესაძლებელია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც. მარგველაშვილის თქმით, მასთან შეხვედრაზე უცხოელი დიპლომატები ხშირად კითხულობენ თუ რა სურს და რა არის რუსეთის მიზანი, მაშინ როცა ყველად ფერი ნათელია. „ჩართეთ რომელიმე რუსული ტელეარხი და მოუსმინეთ, რუსები ყველაფერზე გულახდილად ლაპარაკობენ. ცოტა ხსნის წინ მოვისმინეთ, რომ რუსეთს სურს აღადგინოს ვითარება, რომელიც ცივი ომის დროს, ორპოლუსიანი სამყაროს დროს არსებობდა“.

XS
SM
MD
LG