Accessibility links

15 სამხედრო დაიღუპა ავღანეთის დასავლეთში ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად


სულ მცირე 15 სამხედრო პირი დაიღუპა ავღანეთის დასავლეთ ფარას პროვინციაში მომხდარი თავდასხმის შედეგად, რომელზეც პასუხისმგებლობა ორგანიზაცია თალიბანმა აიღო. პროვინციის საბჭოს ხელმძღვანელის, ფარიდ ბახტავარის ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა გარიჟრაჟზე. მოკლულია არმიის სპეცდანიშნულების რაზმის 7 წევრი და პოლიციის 8 თანამშრომელი. სამი კაცი კი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. ირანის საზღვარზე მდებარე ფარას პროვინცია თალიბანის ინტენსიური თავდასხმების ეპიცენტრს წარმოადგენს. ქაბულმა იქ დამატებით რამდენიმე ასეული ჯარისკაცი გაგზავნა ექსტრემისტების თავდასხმების შესაჩერებლად.

XS
SM
MD
LG