Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა შესაძლოა ახალი გადასახადი მოუხსნას ნატოს ზოგიერთ წევრს


ვაშინგტონი აპირებს მიმართოს მის მოკავშირეებს, გაზარდონ ნატოს წინაშე ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები, რათა თავიდან აიცილონ აშშ-ში ფოლადისა და ალუმინის ექსპორტზე დაწესებული ახალი გაზრდილი გადასახადი. ამის შესახებ ტელეკომპანია SNBC –ისთან ინტერვიუში განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა. მის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამართავს უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელზეც გაირკვევა, თუ რომელ ქვეყნებზე არ გავრცელდება ახალი ტარიფები. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მანამდე არაერთხელ მოუწოდა ალიანსი ქვეყნებს, რათა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაზარდონ თავდაცვითი ხარჯები და თანაბრად გაინაწილონ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ფინანსური ტვირთი. ალიანსის წვერებიდან კი მხოლოდ ექვსი ქვეყანა აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. თავად აშშ-ი თავდაცვაზე ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის 4 პროცენტს. 8 მარტს, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს ფოლადის იმპორტისთვის 25%-იანი, ხოლო ალუმინის იმპორტისთვის 10%-იანი გადასახადის დაწესებას. აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულება არ ვრცელდება მხოლოდ კანადასა და მექსიკაზე.

XS
SM
MD
LG