Accessibility links

მარგველაშვილი: სააკაშვილის ფაქტორი არ წარმოადგენს ჩვენთვის პრობლემას ევროკავშირთან ურთიერთობაში


საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინიდან ეროპაში გაძევებული მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი არ წარმოადგენს არავითარ პრობლემას საქართველოსათვის ევროკავშირთან ურთიერთობაში. ამის თაობაზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა რადიო თავისუფლების კორესპონდენტ, რიკარდ იოზვიკის შეკითხვის პასუხად. მარგველაშვილმა თავი აარიდა მიხეილ სააკაშვილის მომავალ პოლიტიკურ კარიერაზე დეტალურ საუბარს, მაგრამ დასძინა, რომ მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, „მიხეილ სააკაშვილი იყო და დარწმუნებული ვარ დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე პროევროპულ პოლიტიკოსად საქართველოში, ისევე როგორც ყველა მთავრობა, რომელიც ქვეყნას მართავდა დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წლის განმავლობაში“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG