Accessibility links

პუტინი: „სულ ერთია, ერეოდნენ თუ არა რუსეთის მოქალაქეები 2016 წლის არჩევნებში“


რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „მისთვის სულ ერთია“, ჩაერივნენ თუ არა რუსეთის მოქალაქეები აშშ-ის 2016 წლის პრეზიდენტის არჩევნებში. ამასთან ვლადიმერ პუტინი დაჟინებით ამტკიცებს, რომ კრემლს არანაირი კავშირის რუსეთის ამ მოქალაქეებთან არ აქვს. „რატომ დაასკვენით, რომ პირადად მე და რუსეთის ხელისუფლებამ დავრთეთ მათ ამის ნება?“, - მიუგო პუტინმა ტელეკომპანია NBC News-ის კორესპონდენტს მეგან კელის, რომლის მწვავე შეკითხვებსაც რუსეთის შესაძლოა ჩარევის შესახებ,რუსეთის ლიდერი საკმაოდ აგრესიულად პასუხობდა. ექსკლუზიური ინტერვიუ კრემლის ლიდერთან 9 მარტის გვიან ღამით გადაიცა. აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა 16 თებერვალს აშშ-ის არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ბრალდება წაუყენეს 13 რუს პირსა და რუსეთის კომპანიას, მათ შორის „ტროლების ფაბრიკად“ წოდებულ ორგანიზაციას. ეს ზომა მიჩნეულია დღემდე ყველაზე მძიმე ბრალდებებად მას შემდეგ, რაც მიულერი შეუდგა აშშ-ის მიმართ რუსეთის ქმედებების გამოძიებას. ვლადიმირ პუტინის თქმით, არც ერთი ბრალდებული რუსი მოქალაქე არ მუშაობდა რუსეთის მთავრობაზე. ამასთან რუსეთის ლიდერმა არ გამორიცხა, რომ რომელიმე მათგანს ემუშავა ერთ-ერთი კანდიდატის სასარგებლოდ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG