Accessibility links

ჩინეთის პრეზიდენტს განუსაზღვრელი ვადით მართვის უფლება მიეცა


ჩინეთის პარლამენტმა 11 მარტს მიიღო კონსტიტუციური შესწორება, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს სი ძინ პინს უფლებას აძლევს მართოს ქვეყანა განუსაზღვრელი ვადით. სახალხო ეროვნული კონგრესის 3000 წევრიდან საკონსტიტუციო შესწორებას მხარი დაუჭირა 2988 წევრმა, წინააღმდეგი იყო მხოლოდ ორი დეპუტატი. ჩინეთის კონსტიტუციის წინა რედაქციის თანახმად, რომელიც 1982 წელს, დენ სიაოპინის ინიციატივით იქნა მიღებული, ქვეყნის მეთაურს უფლება ჰქონდა თანამდებობაზე ყოფილიყო მხოლოდ ორი ვადით. საკონსტიტუციო შეზღუდვას ჩინეთისათვის თავიდან უნდა აეცილებინა ხანგრძლივი დიქტატორული მმართველობის განმეორება, რასაც ჩინეთში ე.წ. კულტურული რევოლუციის შემდეგ, მაო ძე დუნის თავმჯდომარეობისას ჰქონდა ადგილი. ჩინეთში იდევნებიან დისიდენტები, აკრძალულია ჩინეთის კომპარტიის კრიტიკა და არ არსებობენ დემოკრატიული ინსტიტუტები. ჩინეთის პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო შესწორება გააპროტესტეს ქვეყნის გარეთ მყოფმა დისიდენტებმა და სტუდენტებმა. „სი ძინ პინი არ არის ჩემი პრეზიდენტი“, ასეთი ტრანსპარანტი გამოვიდნენ დემონსტრაციაზე სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტები. სადავო საკონსტიტუციო ცვლილებები გააპროტესტეს კიდევ 8 სასწავლებლის, მათ შორის ავსტრალიაში მდებარე უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

XS
SM
MD
LG