Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი ვიზიტს იწყებს აშშ-ში


საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტის დასრულების შემდეგ, დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ოფიციალური ინფორმაციით, ვაშინგტონში, საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენს აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა. გიორგი მარგველაშვილის შეხვედრები ამერიკელ სენატორებთან და კონგრესმენებთან, მათ შორის აშშ-ის პარლამენტის სპიკერთან პოლ რაიანთან, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების ლიდერთან კონგრესმენ ნენსი პელოსისთან და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერთან, კონგრესმენ კევინ მაკკარტისთან. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში 16 მარტს დასრულდება.

XS
SM
MD
LG