Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათობით ჯარისკაცი და ექსტრემისტი დაიხოცა ავღანეთის დასავლეთში მომხდარ შეტაკებაში


ათობით კაცი დაიღუპა ექსტრემისტული ორგანიზაცია თალიბანის მიერ მოწყობილი ჩასაფრების შედეგად ფარას პროვინციაში. იუწყებიან, რომ 10 მარტის გარიჟრაჟზე დაწყებული ბრძოლა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ავღანეთის არმიის ხელმძღვანელობამ ექსტრემისტების იერიშის მოსაგერიებლად შემთხვევის ადგილზე, ბარა ბულუკის რაიონში, დამატებითი ძალა და ავიაცია გაგზავნა. რაიონის ხელმძღვანელის ფარიდ ბახტავარის ინფორმაციით შეტაკების დროს განადგურებულია 40 ექსტრემისტი. ავღანეთის არმიამ და პოლიციამ დაკარგა 18 მებრძოლი. მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. იმავე ბარა ბულუკის რაიონში 24 თებერვალს თალიბანამ ასევე მოაწყო იერიში არმიის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, რომლის დროსაც სულ მცირე 18 ჯარისკაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG