Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში საკუთარ სახლში მოკლული მამაკაცი იპოვეს


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 მარტს, თბილისში საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს შუახანს გადაცილებული მოქალაქე. იგი აღმოჩნდა 1957 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ. რ, რომელსაც სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, განზრახ მკვლელობის მუხლით.

XS
SM
MD
LG