Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ახალმა ოპოზიციურმა ძალამ გამართა საპროტესტო აქცია


10 მარტს სომხეთის დედაქალაქში პირველი დემონსტრაცია გამართა ქვეყანაში შექმნილმა ახალმა პოლიტიკურმა ძალამ, სომხეთის სახელმწიფოებრიობის ფრონტმა, რომელმაც მოითხოვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ქვეყანაში გარდამავალი ხელისუფლების ფორმირება. ფრონტმა მოუწოდა ოპოზიციურ ძალებს, რათა გაერთიანდნენ და არ დაუშვან მიმავალი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის მიერ ძალაუფლების შენარჩუნება. 2 მარტს სომხეთის ახალი კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის პრეზიდენტად პარლამენტმა აირჩია არმენ სარქისიანი, რომელსაც არავითარი ნათესაური კავშირი არ აქვს მის წინამორბედთან. მთავრობის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო რეფორმა ემსახურებოდა მოქმედი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის მხრიდან სომხეთში პოლიტიკური კონტროლის შენარჩუნების სურვილს, პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებით მას შემდეგ, რაც 9 აპრილს ამოიწურება მისი მეორე ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადა.

XS
SM
MD
LG