Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოგერინი მოუწოდებს უკრაინას, გააძლიეროს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა


უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირის საგარეო უწყების ლიდერი, ფედერიკა მოგერინი, მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას, რომ გააორმაგოს მუშობა ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. მოგერინი 11 მარტს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრება უკრაინას. ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ლიდერს სურს უკრაინის ხელისულფების პირველი პირებისაგან მიიღოს ინფორმაცია უკრაინაში რეფორმების მიმდინარეობის თაობაზე. ფედერიკა მოგერინი კიევში შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და პრემიერ-მინისტრ ვოლოდიმერ გროისმანს. განსახილველ საკითხთა შორისაა ვითარება დონბასში, სადაც სამთავრობო ჯერებსა და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის მეოთხე წელია მიმდინარეობს სამხედრო კონფლიქტი, რომელსაც 10 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG